მთლიანი დანახარჯი ცხადი დანახარჯები

Report
წარმოების დანახარჯები
მთლიანი შემოსავალი - თანხა, რომელსაც ფირმა იღებს წარმოებული
პროდუქციის რეალიზაციიდან.
მთლიანი დანახარჯი - პროდუქციის საწარმოებლად ფირმის მიერ
გამოყენებული წარმოების ფაქტორების საბაზრო ღირებულება
მოგება = მთლიანი შემოსავალი - მთლიანი დანახარჯი
ცხადი დანახარჯები - წარმოების ფაქტორები, რომელთა შესაძენად ფირმას ფული
სჭირდება
არაცხადი დანახარჯები - წარმოების ფაქტორები, რომელთა შესაძენად ფირმას ფული
არ სჭირდება
წარმოების დანახარჯები
ეკონომიკური მოგება - მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი
დანახარჯები ცხადი და არაცხადი დანახარჯების ჩათვლით
საბუღალტრო მოგება - მთლიან შემოსავალს გამოკლებული ცხადი
დანახარჯები
ეკონომიკური
მოგება
საბუღალტრო
მოგება
არაცხადი
დანახარჯები
შემოსავალი
შემოსავალი
ცხადი
დანახარჯები
მთლიანი
ალტერნატიული
დანახარჯი
ცხადი
დანახარჯები
ამოცანა
თქვენ გიტარაზე დაკვრის გაკვეთილებს ატარებთ,
რომელშიც საათში $20 იღებთ. 1 დღეს, 10 საათს
უთმობთ $100 ღირებულების ხორბლის დათესვას
როგორია თქვენთვის ხორბლის დათესვის
ალტერნატიული დანახარჯი?
როგორია თქვენი ბუღალტრული დანახარჯი?
თუ თქვენი მოსავალი $200 ღირებულების იქნება,
რამდენს შეადგენს თქვენი ეკონომიკური მოგება?
საბუღალტრო მოგება?
მაგალითი: საცხობი
წარმოების დანახარჯები
საწარმოო ფუნქცია - დამოკიდებულება საქონლის წარმოებაში
გამოყენებული მასალების რაოდენობასა და წარმოებული საქონლის
რაოდენობას შორის
ზღვრული პროდუქტი პროდუქციის ნამატი,
რომელიც საწარმოო
ფაქტორის დამატებითი
ერთეულის გამოყენების
შედეგია
ზღვრული პროდუქტის
კლებადობა - საწარმოო
ფაქტორის ზღვრული
პროდუქტის შემცირება ამ
ფაქტორის რაოდენობის
ზრდასთან ერთად
წარმოების დანახარჯები
მუდმივი დანახარჯები - დანახარჯები, რომელიც არ იცვლება წარმოების
მოცულობის ცვლილებისას.
ცვალებადი დანახარჯები - დანახარჯები, რომლებიც წარმოებული
პროდუქციის რაოდენობასთან ერთად იცვლება.
ლიმონათის
რაოდენობა
მთლიანი
დანახარჯი
ფიქსირებულ
ი დანახარჯი
ცვალებადი
დანახარჯი
საშუალო
ფიქს.
დანახარჯი
საშუალო
ცვალებადი
დანახარჯი
საშუალო
მთლიანი
დანახარჯი
ზღვრული
დანახარჯი
0
$ 3.00
$ 3.00
$ 0.00
-
-
-
-
1
$ 3.30
$ 3.00
0.30
$ 3.00
$ 0.30
$ 3.30
0.30
2
$ 3.80
$ 3.00
0.80
1.50
0.40
1.90
0.50
3
$ 4.50
$ 3.00
1.50
1.00
0.50
1.50
0.70
4
$ 5.40
$ 3.00
2.40
0.75
0.60
1.35
0.90
5
$ 6.50
$ 3.00
3.50
0.60
0.70
1.30
1.10
6
$ 7.80
$ 3.00
4.80
0.50
0.80
1.30
1.30
7
$ 9.30
$ 3.00
6.30
0.43
0.90
1.33
1.50
8
$ 11.00
$ 3.00
8.00
0.38
1.00
1.38
1.70
საშუალო & ზღვრული
დანახარჯები
საშუალო მთლიანი დანახარჯი - მთლიანი დანახარჯის
განაყოფი პროდუქციის რაოდენობაზე
საშუალო მუდმივი დანახარჯი - მუდმივი დანახარჯის
განაყოფი პროდუქციის რაოდენობაზე
საშუალო ცვალებადი დანახარჯი - ცვალებადი დანახარჯის
განაყოფი პროდუქციის რაოდენობაზე
ზღვრული დანახარჯი - მთლიანი დანახარჯის ნამატი,
რომელიც დამატებითი ერთეულის წარმოების შედეგია
ATC = მთლიანი დანახარჯი / რაოდენობა = TC/Q
MC = მთლიანი დანახარჯის ცვლილება /
რაოდენობის ცვლილება = ΔTC/ΔQ
Q - რაოდენობა; TC - მთლიანი დანახარჯი; ATC - საშუალო მთლიანი
დანახარჯი, MC - ზღვრული დანახარჯი
დანახარჯის მრუდები
• ზღვრული დანახარჯი, საბოლოოდ,
პროდუქციის რაოდენობასთან ერთად
იზრდება (რატომ?)
• საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს U-ს
ფორმა აქვს. (რატომ?)
• ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო
მთლიანი დანახარჯის მრუდს საშუალო
მთლიანი დანახარჯის მინიმუმის
წერტილში გადაკვეთს.
მასშტაბის (არა)ეკონომიურობა
•
მასშტაბის ეკონომიურობა -გრძელვადიანი პერიოდის
საშუალო მთლიანი დანახარჯის შემცირება პროდუქციის
რაოდენობის ზრდისას
•
მასშტაბის არაეკონომიურობა - გრძელვადიანი პერიოდის
საშუალო მთლიანი დანახარჯის ზრდა პროდუქციის
რაოდენობის ზრდისას
კითხვა: თუ ბოინგი თვეში 9 თვითმფრინავს აწარმოებს, მისი
საშუალო გრძელვადიანი მთლიანი დანახარჯები 9 მილიონია.
თუ იგი 10 თვითმფრინავს აწარმოებს, ეს დანახარჯები 9.5
მილიონი გახდება. მასშტაბის ეკონომიურობას, თუ
არაეკონომიურობას განიცდის ბოინგი?
სავარჯიშოები
თქვენ აპირებთ მაღაზიის გახსნას. დაქირავების და
საქონლის შეძენის ხარჯები წელიწადში იქნება $500
000. ამის გამო თქვენ აპირებთ უარი თქვათ ახლანდელ
სამუშაო ადგილზე, სადაც წელიწადში $50 000 გაქვთ
ხელფასი.
• განსაზღვრეთ მაღაზიის გახსნის ალტერნატიული
დანახარჯი
• განსაზღვრეთ მაღაზიის ერთი წლით გაძღოლის
ალტერნატიული დანახარჯი
• თუ თქვენი ვარაუდით, მაღაზიიდან შემოსავალი 1
წელიწადში იქნება $510 000, გიღირთ, თუ არა მისი
გახსნა?
სავარჯიშოები
• შეავსეთ
ზღვრული
პროდუქტის
სვეტი
• ერთი მუშა
დღეში ჯდება
$100. ფირმის
მუდმივი
დანახარჯია
$200. შეავსეთ
დანარჩენი
სვეტები
სავარჯიშოები
თქვენ გსურთ ლიმონათის გაყიდვა. დახლი ღირს
$200, ხოლო ერთი ჭიქისათვის საჭირო
ინგრედიენტების ღირებულებაა $0.50
• როგორია ამ საქმიანობაში თქვენი მუდმივი
დანახარჯი? როგორია ცვალებადი დანახარჯი
თითოეული ჭიქისათვის?
• შეადგინეთ ცხრილი, სადაც მოცემული იქნება
თქვენი მთლიანი დანახარჯი, საშუალო
მთლიანი დანახარჯი და ზღვრული დანახარჯი
წარმოების დონეებისათვის 0-დან 5 ჭიქამდე
სავარჯიშოები
• გამოთვალეთ საშუალო ცვალებადი
დანახარჯი, საშუალო მთლიანი დანახარჯი და
ზღვრული დანახარჯი. ააგეთ მრუდები
მონოპოლია
ფირმა მონოპოლიაა, თუ თავისი საქონლის ერთადერთი
გამყიდველია და ამ საქონელს ახლო შემცვლელები არ აქვს.
მონოპოლიის ძირითადი მიზეზია ბაზარზე შესვლის ბარიერები:
მონოპოლია ერთადერთ გამყიდველად რჩება თავის ბაზარზე,
ვინაიდან სხვა ფირმებს არ შეუძლიათ ამ ბაზარზე შესვლა და
მონოპოლიისთვის კონკურენციის გაწევა.
ბაზარზე შესვლის ბარიერებს სამი მიზეზი აქვს:
• მთავრობა ერთ ფირმას აძლევს რაიმე საქონლის წარმოების
ექსკლუზიურ უფლებას;
• წარმოების დანახარჯები ისეთია, რომ ერთი მწარმოებელი უფრო
ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე მწარმოებელთა დიდი რაოდენობა;
• ძირითად რესურსებს ერთი ფირმა ფლობს
მონოპოლია
მაშინ, როდესაც კონკურენტული ფირმა ფასის
მიმღებია, მონოპოლიური ფირმა ფასის
განმსაზღვრელია
კონკურენტული ფირმა თავისი პროდუქციის ფასს
იღებს, როგორც მოცემულს და შემდეგ ისე ირჩევს
მიწოდების რაოდენობას, რომ ფასი ზღვრული
დანახარჯის ტოლი იყოს. ამისგან განსხვავებით,
მონოპოლიის მიერ განსაზღვრული ფასი ზღვრულ
დანახარჯზე მეტია
ბუნებრივი მონოპოლია
დარგი ბუნებრივი მონოპოლიაა, როდესაც ერთ ფირმას უფრო მცირე
დანახარჯებით შეუძლია საქონლისა თუ მომსახურების მოცემულ
ბაზარზე მიწოდება, ვიდრე ორ ან მეტ ფირმას.
მაგალითი: წყლის მიწოდება
იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობას წყალი მიაწოდოს, ფირმამ
მთელი ქალაქისთვის უნდა შექმნას წყალგაყვანილობის ქსელი.
წყლის მიწოდებას რომ ორი ან მეტი კონკურენტული ფირმა
ემსახურებოდეს, თითოეული ქსელის აგების მუდმივ დანახარჯს
გადაიხდიდა. ამრიგად, წყლის საშუალო მთლიანი დანახარჯი
მინიმალურია, როდესაც ბაზარს ერთი ფირმა ემსახურება.
ზოგ შემთხვევაში, ბაზრის ზომები ერთ-ერთი დეტერმინანტია
იმისა, არის, თუ არა დარგი ბუნებრივი მონოპოლია - რატომ?
მონოპოლია & კონკურენცია
მონოპოლიას, კონკურენტული ბაზრისგან განსხვავებით, შეუძლია
თავისი საქონლის ფასი ბაზარზე მიწოდების რაოდენობის
რეგულირების გზით შეცვალოს.
თუ მონოპოლისტი თავისი საქონლის ფასს გაზრდის,
მომხმარებლები ამ საქონლის ნაკლებ რაოდენობას იყიდიან. მეორე
მხრივ, თუ მონოპოლისტი გასაყიდი საქონლის რაოდენობას
შეამცირებს, ამ საქონლის ფასი გაიზრდება.
რომ შეეძლოს, მონოპოლისტი საკუთარ საქონელს დიდ ფასს
დაადებდა და ამ ფასად დიდ რაოდენობასაც გაყიდდა. თუმცა,
საბაზრო მოთხოვნის მრუდი ასეთ შედეგს შეუძლებელს ხდის.
წარმოებული საქონლის რაოდენობის (ან ფასის) რეგულირებით
მონოპოლისტს შეუძლია, მოთხოვნის მრუდზე ნებისმიერი
წერტილი აირჩიოს, მაგრამ ვერც ერთ წერტილს ვერ აირჩევს ამ
მრუდს მიღმა.
მონოპოლიის შემოსავალი
განვიხილოთ ქალაქი, რომელშიც წყლის
ერთადერთი მწარმოებელია
წყლის რაოდენობა
ფასი
მთლიანი
შემოსავალი
საშუალო
შემოსავალი
ზღვრული
შემოსავალი
0 გალონი
$ 11
$0
-
-
1
$ 10
$ 10
$ 10
$ 10
2
$9
$ 18
$9
8
3
$8
$ 24
$8
6
4
$7
$ 28
$7
4
5
$6
$ 30
$6
2
6
$5
$ 30
$5
0
7
$4
$ 28
$4
-2
8
$3
$ 24
$3
-4
სახელმწიფო პოლიტიკა
მონოპოლიებთან მიმართებაში
• ანტიტრესტული კანონმდებლობა მთავრობას
კონკურენციის განვითარებაში ეხმარება.
• ზოგჯერ კომპანიები ერთიანდებიან არა იმისთვის,
რომ კონკურენცია შეამცირონ, არამედ იმისთვის,
რომ უფრო ეფექტიანი ერთობლივი წარმოების გზით
დანახარჯები შეამცირონ. ფირმათა შერწყმის ამ
სარგებლობას ზოგჯერ სინერგიებს უწოდებენ.
• მთავრობას უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, რა
შემთხვევაშია შერწყმა სასურველი და რა
შემთხვევაში - არა.
ოლიგოპოლია
ეკონომიკაში არსებული ბაზრების უმრავლესობა
სრულყოფილი კონკურენციისა და მონოპოლიური ბაზრების
ელემენტებს შეიცავს და ამიტომ რომელიმე ერთის
თვისებებით ვერ დახასიათდება.
•
ტიპური ფირმა კონკურენციას განიცდის, მაგრამ ეს
კონკურენცია არც ისე მკაცრია, რომ ფირმა ფასის მიმღებად
ჩავთვალოთ.
• ამავე დროს, ტიპურ ფირმას გარკვეული საბაზრო
ძალაუფლებაც აქვს, მაგრამ ეს ძალაუფლება არც ისე დიდია,
რომ ფირმა მნოპოლიურად მივიჩნიოთ.
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ტიპური ფირმა
არასრულად კონკურენტულია.
ოლიგოპოლია
ოლიგოპოლია - საბაზრო სტრუქტურა,
რომელშიც რამდენიმე გამყიდველი
მომხმარებელს სთავაზობს მსგავს ან ერთნაირ
საქონელს.
ასეთი ბაზრის მაგალითია ჩოგბურთის ბურთების ბაზარი, რომელზეც
წარმოდგენილია ძირითადად, ოთხი ფირმის - “უილსონის”, “ფენის”,
“დანლოპისა” და “სპელდინგის” ბურთები.
ეკონომისტები რამდენიმე ფირმის მიერ ბაზარზე დომინირებას ზომავენ
სტატისტიკური მაჩვენებლით, რომელსაც ჰქვია კონცენტრაციის ნორმა ბაზარზე არსებულ მთლიან მიწოდებაში ოთხი ყველაზე დიდი ფირმის
წილი.
ოლიგოპოლია
ოლიგოპოლიურ ბაზარს, რომელიც მხოლოდ ორი
წევრისგან შედგება, დუოპოლია ეწოდება.
რა შედეგს უნდა ველოდოთ დუოპოლიისგან?
ფარული გარიგება - შეთანხმება ბაზარზე მოქმედ
ფირმებს შორის პროდუქციის რაოდენობისა და
ფასების შესახებ.
კარტელი - ფირმების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს,
როგორც ერთი ფირმა.
ოლიგოპოლია - წონასწორობა
ნეშის წონასწორობა - სიტუაცია, რომლის დროსაც
ყველა ეკონომიკური აგენტის მიერ შერჩეული
სტრატეგია ცნობილია და აგენტები ერთმანეთთან
ურთიერთქმედებენ საკუთრივ შერჩეული
საუკეთესო სტრატეგიებით.
ოლიგოპოლისტების ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება, თუ
ითანამშრომლებენ და მონოპოლიურ შედეგს მიაღწევენ. თუმცა,
ვინაიდან თითოეული საკუთარ ინტერესებს იცავს, ოლიგოპოლისტები
ვერ ახერხებენ მონოპოლისტური შედეგისა და მაქსიმალური
ერთობლივი მოგების მიღწევას. თითოეული ოლიგოპოლისტი
ცდილობს, წარმოება გაზარდოს და ხელთ იგდოს ბაზრის მეტი წილი.
ამის შედეგად, წარმოების მთლიანი მოცულობა იზრდება და საქონლის
ფასი მცირდება.
თამაშთა თეორია
თამაშთა თეორია - ადამიანების ქცევის შესწავლა
სტრატეგიულ სიტუაციებში.
“პატიმრის დილემა” - განსაკუთრებული “თამაში” ორ
პატიმარს შორის, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ
არის თანამშრომლობა რთული მაშინაც კი, როდესაც ეს
ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
დომინანტური სტრატეგია - სტრატეგია, რომელიც
საუკეთესოა მოთამაშისთვის იმის მიუხედავად, თუ რა
სტრატეგიას აირჩევენ მოთამაშეები.
“პატიმრის დილემა”
აღიარება
ბონის გადაწყვეტილება
8 წელი თითოეულს
უარყოფა
ბონი იღებს 20 წელს
აღიარება
8 წელი თითოეულს
კლაიდი თავისუფალია
ბონი თავისუფალია
1 წელი თითოეულს
უარყოფა
კლაიდი იღებს 20 წელს
1 წელი თითოეულს
კ
ლ
ა
ი
დ
ი
ს
გ
ა
დ
ა
წ
ყ
ვ
ე
ტ
ი
ლ
ე
ბ
ა
“გამალებული შეიარაღება”
შეერთებული შტატების გადაწყვეტილება
შეიარაღება
განიარაღება
აშშ სახიფათო
მდგომარეობაშია
აშშ სახიფათო
მდგომარეობაშია და სუსტია
შეიარაღება
სსრკ სახიფათო
მდგომარეობაშია
აშშ უსაფრთხო
მდგომარეობაშია და
ძლიერია
განიარაღება
სსრკ სახიფათო მდგომარეობაშია სსრკ უსაფრთხო
მდგომარეობაშია
და სუსტია
სსრკ უსაფრთხო
მდგომარეობაშია და
ძლიერია
აშშ უსაფრთხო
მდგომარეობაშია
ს
ს
რ
კ
ს
გ
ა
დ
ა
წ
ყ
ვ
ე
ტ
ი
ლ
ე
ბ
ა
ავიახაზების მაგალითი
ვაჭრობის შეზღუდვა
გავიხსენოთ: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია
ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესება
ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც მთავრობა
აბრკოლებს თანამშრომლობას
ოლიგოპოლისტებს შორის, კანონმდებლობაა,
რომლის თანახმადაც კომპანიებს შორის
შეთანხმება იკრძალება
მონოპოლისტური კონკურენცია
მონოპოლისტური კონკურენცია - საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც
მრავალი ფირმა ყიდის მსგავს, მაგრამ არა იდენტურ საქონელს.
მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი შემდეგი თვისებებით
ხასიათდება:
• მრავალი გამყიდველი: არსებობს მრავალი ფირმა, რომელიც
მომხმარებელთა ერთი და იმავე ჯგუფისთვის იბრძვის.
•
პროდუქციის დიფერენციაცია: თითოეული ფირმა აწარმოებს
პროდუქციას, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდება სხვა ფირმების
პროდუქციისაგან, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ფასის მიმღები იყოს,
თითოეული ფირმა მოთხოვნის კლებად მრუდს იყენებს.
•
თავისუფალი შესვლა: ფირმებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
შეუძლიათ ბაზარზე შესვლა (ან ბაზრიდან გასვლა). ბაზარზე მოქმედი
ფირმების რაოდენობა იქამდე იცვლება, ვიდრე მათი ეკონომიკური
მოგება ნულს არ გაუტოლდება.
მონოპოლისტური კონკურენცია &
სრულყოფილი კონკურენცია
თუ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე
მოქმედი ფირმები მოგებას იღებენ, ბაზარზე
ახალი ფირმები შედიან და ძველი ფირმების
შესაბამისი მოთხოვნის მრუდები მარცხნივ
გადაადგილდება.
თუ ფირმები დანაკარგებს განიცდიან, ძველი
ფირმები ბაზრიდან გადიან და დარჩენილი
ფირმების შესაბამისი მოთხოვნის მრუდები
მარჯვნივ გადაადგილდება.
ბაზრის სტრუქტურის 4 ტიპი
ფირმების
რაოდენობა
მრავალი ფირმა
ერთი ფირმა
მონოპოლისტური
კონკურენცია
•
•
წიგნები
ფილმები
სრულყოფილი
კონკურენცია
•
•
ხორბალი
რძე
რამდენიმე ფირმა
მონოპოლია
•
•
ონკანის წყალი
საკაბელო
ტელევიზია
ოლიგოპოლია
•
•
ჩოგბურთის
ბურთები
პირველადი
ნავთობი

similar documents