დაცვის სტრატეგიები მედიასთან დაკავშირებულ

Report
ლექცია #4
დაცვის სტრატეგიები მედიასთან
დაკავშირებულ ადმინისტრაციულ
წარმოებაში და სასამართლო პროცესებში
ალექსანდრე ბარამიძე
proeqti xorcieldeba
evrokavSiris finansuri
mxardaWeriT
proeqtis partniori
proeqts axorcielebs evraziis
TanamSromlobis fondi
1
ევროპული კონვენციის
სამწვეროვანი ტესტი – დაცვის
მთავარი იარაღი
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავხსოვდეს მედიასთან
დაკავშირებულ პროცესებში, არის ევროპული კონვენციის
სამწვეროვანი ტესტი.
• როგორი სისხლის, ადმინისტრაციული ან
სამოქალაქოსამართლებრივი ზომებიც უნდა იქნეს მიღებული
მედიის ან ცალკეული ჟურნალისტების მიერ, იქნება ეს
ადმინისტრაციული ორგანოების თუ მოხელეების
გადაწყვეტილებები თუ ქმედებები, ან სასამართლოს
გადაწყვეტილებები, ყოველთვის ასეთი გაადწყვეტილებები ან
ქმედებები უნდა შევამოწმოთ სამწვეროვანი ტესტის საფუძველზე:
– იყო თუ არა გადაწყვეტილება ან ქმედება კანონით
გათვალისწინებული;
– ემსახურებოდა თუ არა გადაწყვეტილება ან ქმედება რომელიმე
ლეგიტიმურ მიზანს;
– იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ან ქმედება აუცილებელი
დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საიდან შეიძლება ელოდოს მედია
შეტევებს?
• პასუხია – ნებისმიერი მხრიდან. შუაში დგომა
ყოველთვის სახიფათოა, რადგან შეტევა ყველა
მხრიდან არის მოსალოდნელი.
• უპირველეს ყოვლისა, მედია ხელისუფლების
მხრიდან უნდა ელოდოს შეტევებს.
• ეს შეტევები შეიძლება იყოს საკანონმდებლო,
ადმინისტრაციული ან მართლმსაჯულებითი
ხასიათის.
• ყველაზე ხშირი ადმინისტრაციული ხასიათის
შეტევებია: ჟურნალისტები ყველაზე ხშირად
პოლიციის და სხვა სამართალდმცავი
ორგანოების თავდასხმის ობიექტები ხდებიან.
• მედიას შეიძლება მოუხდეს კერძო პირების
საჩივრების ან სარჩელების მოგერიებაც.
მარეგულირებელი ორგანოების აქტები
•
•
•
•
•
•
როგორც ვიცით, ბეჭდვითი მედია სპეციალურ ადმინისტრაციულ
რეგულირებას არ ექვემდებარება, თუ საქმე არ ეხება რაიმე ზოგად
ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობას,
რომელსაც მედია ისევე ექვემდებარება, როგორც ფიზიკური და
იურიდიული პირები საერთოდ.
მაგრამ ელექტრონული მედია ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან.
როდესაც კომისია ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და
ღებულობს სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიღების
უფლებამოსილებაც მას გააჩნია, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:
განხორციელდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება იმ საპროცესო
წესების შესაბამისად, რომლებსაც ადგენს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი “მაუწყებლობის
შესახებ”, საქართველოს კანონი “ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ”, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რეგლამენტი „ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, ან სხვა შესაბამისი
ნორმატიული აქტები.
სწორედ იქნა თუ არა გამოყენებული ასეთ აქტებში მითითებული
მატერიალურ–სამართლებრივი ნორმები.
ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს სამწვეროვანი ტესტი და განსაკუთრებით
ის მოთხოვნები, რომლებსაც ევროპული კონვენცია უყენებს სიტყვას
“კანონი”. ყველა კანონი არ იმსახურებს იმას, რომ ერქვას კანონი!
დისკრიმინაციის აკრძალვა
• მაშინაც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების
მოქმედებები ან გადაწყვეტილებები ფორმალურად სწორია,
უნდა შევამოწმოთ, ეს ადმინისტრაციული ორგანოები
იცავენ თუ არა კანონის წინაშე თანასწორობის
კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლის პრინციპს.
• ხომ არ არის მოცემული მედია ან ჟურნალისტი
ერთგვაროვან სიტუაციაში განსხვავებული მოპყრობის
საგანი?
• მაგალითად, თუ საქმე ეხება გადასახადების გადახდას,
რომლებიც ცხადია ყველამ უნდა გადავიხადოთ, ხომ არ
ხდება ისე, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მედიას
გარკვეულ შეღავათებს უწევენ, ვალის
რესტრუქტურიზაციას სთავაზობენ, ხოლო არალოიალური
მედიის მიმართ ამგვარ რევერანსებს არ ახორციელებენ?
• მეორე მაგალითი: როდესაც ერთი გაზეთის ან ტელევიზიის
ჟურნალისტს არ უშვებენ გარკვეულ ადგილას, ხომ არ
ხდება, რომ მეორე გაზეთის ან ტელევიზიის ჟურნალისტს
უშვებენ იმავე ადგილას?
სამართალდამცავი ორგანოების
უკანონო ქმედებები
• როდესაც პოლიციელები და სხვა სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლები ჟურნალისტს ართმევენ
და უმსხვრევენ კამერას, სცემენ, აკავებენ და სხვა; ანდა არ
რეაგირებენ სხვა პირების მიერ მათზე განხორციელებულ
უკანონო მოქმედებებზე, ისინი სჩადიან სისხლის
სამართლის დანაშაულს.
• ასეთ ქმედებებზე საჭიროა ადექვატური პასუხის გაცემა –
განცხადებების და საჩივრების შეტანა შესაბამის
კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოებში.
• ასეთი განცხადებები და საჩივრები შეიძლება რეაგირების
გარეშე დარჩეს – და ყველაზე ხშირად სწორედ ასეც ხდება
– მაგრამ რეაქციის უქონლობაც რეაქციაა. საბოლოო ჯამში
ასეთი რეაქციის უქონლობა წარმოშობს გარკვეული სახის
სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის საფუძველს და
ასევე ქმნის მნიშვნელოვან ინფორმაციას განსჯისათვის.
გვახსოვდეს უისტლბლოუერების
დაცვის გარანტიები
• როდესაც ჟურნალისტი აქვეყნებს რაიმე ისეთ
ინფორმაციას, რომელიც შეიძლება აღიზიანებდეს
ხელისუფლებას, ან თუნდაც ვინმე “ძლევამოსილ”
კერძო პირს, თუნდაც ეს ინფორმაცია მოპოვებული
იქნეს პირის კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის
დარღვევით, გვახსოვდეს, რომ ჩვენი კანონმდებლობაც
და ევროპული სასამართლოს სტანდარტებიც იცავს
ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი “სასტვენებით”
განგაშს სტეხენ და აღვიძებენ საზოგადოებას.
• ოღონდ, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს
ჟურნალისტის საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს ისეთ
საჯარო ინტერესს, რომელიც თავისი მნიშვნელობით
გადაწონის კერძო პირის უფლებების დაცვის ინტერესს.
როგორ დავიცვათ თავი
ცილისწამების სარჩელებისგან
• გვახსოვდეს ის უზარმაზარი
პრივილეგიები, პრეზუმპციები და სხვა
დაცვის მექანიზმები, რომლებსაც
გვთავაზობს კანონი “სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების შესახებ”.
• მათგან თუნდაც რომელიმეს გამოყენება
ცილისწამების სარჩელს
დაუსაბუთებელს ან უსაფუძვლოს ხდის.
მაუწყებლობის მედიის
დამატებითი დაცვის საშუალება
• როდესაც საქმე მაუწყებლობის მედიას ეხება,
გვახსოვდეს, თუ რაოდენ ეფექტურ მექანიზმს
სთავაზობს ასეთ მედიას კანონი “მაუწყებლობის
შესახებ”.
• კერძოდ, პირს არ შეუძლია სასამართლოში ან
კომისიაში გაასაჩივროს მაუწყებლის მიერ
გადაცემული პროდუქცია მთელ რიგ ძალზე
მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,
როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე თუ სხვა.
• კანონის ეს ნორმა უსამართლოა და ალბათ
არაკონსტიტუციურიც, მაგრამ ის ძალაშია.
გამოიყენეთ, სანამ შეგიძლიათ.
დიდი მადლობა
ყურადღებისათვის!
• შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ
დროს. ჩემი საკონტაქტო მონაცემებია:
– მობ. ტელ. 877–43–32–14
– ელ. ფოსტა: [email protected]
გამოყენებული ლიტერატურა:
• gamoxatvis Tavisufleba, pirveli tomi, gamoxatvis Tavisufleba aSS-sa da evropaSi, Tavisuflebis
instituti, Tbilisi, 2005.
• gamoxatvis Tavisufleba, meore tomi, gamoxatvis Tavisufleba saqarTveloSi, Tavisuflebis instituti,
Tbilisi, 2005.
• adamianis uflebebi, wigni I, gamoxatvis Tavisufleba, Semdgeneli: zurab adeiSvili, levan ramiSvili
da alan mileri.
• informaciis Tavisufleba, gzamkvlevi, Tbilisi, 2001.
• ეკა გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა
კონფლიქტში, თბილისი, 2008.
• Human Rights Education Course, Freedom of Expression, Reader,
Tbilisi, 2002.
• Richard A. Epstein, Torts, Aspen Law & Businesses, GaithersburgNew York, 1999.
• Donald M. Gilmor et al. Fundamentals of Mass Communication
Law, West Publishing Company, 1996.

similar documents