Slide 1

Report
ekonomikis safuZvlebi
leqcia 7
fasebis dadgena: konkurentuli da monopoliuri bazrebi
giorgi mixeliZe
საქართველოს agraრuლi universiteti
მონოპოლია

“მონოპოლია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთ გამყიდველს

როგორც წესი, ბაზარს უწოდებენ მონოპოლიურს, თუ ბაზარზე
მხოლოდ ერთი მიმწოდებელია


თუმცა ზოგჯერ ისეთ ბაზრებს, სადაც წარმოების უდიდესი
ნაწილი ერთ მიმწოდებელზე მოდის, ასევე განიხილება, როგორც
მონოპოლიური ბაზარი
აბსოლუტური მონოპოლია: ბაზარი, სადაც მხოლოდ ერთი
მიმწოდებელია და არ არსებობს სათანადო შემცვლელები

ყოველთვის მოიპოვება ისეთი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა
შემცვლელად მოვიაზროთ. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ
ტერმინი “აბსოლუტური მონოპოლია” არაზუსტია და ასეთი
ბაზარები რეალურად არ არსებობს
რატომ გვხვდება მონოპოლიები?



როდესაც ბაზარზე მხოლოდ ერთი მიმწოდებელია, ის
მაღალ ფასებს აწესებს და დიდ მოგებას ნახულობს.
რატომ არ ცდილობენ სხვა ფირმები შევიდნენ ბაზარზე?
მიზეზი ის არის, რომ არსებობს ბაზარზე შესვლის
ბარიერები:




მაღალი ფიქსირებული ხარჯი
სახელმწიფოს ქმედება (წარმოებაზე ექსკლუზიური უფლება)
რესურსს ძირითადად ერთი ფირმა ფლობს
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ბუნებრი მონოპოლია

ბუნებრივი მონოპოლია - როდესაც ერთ ფირმას შეუძლია მიწოდება
მოახდინოს ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე 2 ან მეტ ფირმას

მიზეზი: მაღალი ფიქსირებული ხარჯები - წარმოების წამოწყება
დაკავშირებულია მაღალ ხარჯებთან




თუ ბაზარზე მხოლოდ ერთი ფირმაა, აწარმოებს დიდი რაოდენობით პროდუქციას და
საშუალო მთლიანი ხარჯი მცირე ექნება
თუ ბაზარზე მეორე მწარმოებელი გაჩნდება, მოუწევთ ბაზრის “გაყოფა”, შედეგად
საშუალო მთლიანი ხარჯი მაღალი ექნებათ
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც მხოლოდ ერთი მიმწოდებელია, წარმოების
მოცულობა (ერთ ფირმაზე) უფრო მაღალია და ადგილი აქვს მაშტაბის ეკონომიას
ბუნებრივი მონოპოლიის მაგალითები:



წყლის, გაზის, ელექტრო ენერგიის მიწოდება
რკინიგზა, მილსადენი
კავშირგაბმულობა
სახელმწიფოს მიერ შექმნილი მონოპოლიები

საკმაოდ ხშირად, მონოპოლიის არსებობის მიზეზი
სახელმწიფოს ქმედება ხდება. მაგალითად:


პატენტები
საავტორო უფლებები

მიზეზი: ახალი წამლის, ან ახალი ტექნოლოგიის გამოგონება ხშირად
დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, კანონი იძლევა
საშუალებას მოიპოვო ექსკლუზიური უფლება შენს მიერ გამოგონილი
პროდუქტის წარმოებაზე/ტექნოლოგიის გამოყენებაზე. ეს კომპანიებს
აძლევს სტიმულს ინვესტირება მოახდინონ ინოვაციებში

მონოპოლია რესურსზე - მაგ. ქალაქში წყალსაცავს ერთი
კომპანია ფლობს

ასეთი ტიპის მონოპოლიები რეალობაში იშვიათია
ფასის მაძიებელი და ფასის მიმღები

გავიხსენოთ ხორბლის მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები:
დავუშვათ, საშუალო ხარჯი 2$ია. მოგება იქნება:
3600$-2400$=1200$
P
S
რა მოხდება, თუკი მოსავლის
ნაწილი განადგურდება?
$4
ფასი 4$-მდე აიწევს და მოგება
გაიზრდება:
4000$-2400$=1600$
$3
D1
1000
1,200
Q
მაშინ რატომ არ იქცევიან ასე?
რატომ არ გამოაქვთ ბაზარზე
პროდუქციის მხოლოდ მცირე
ნაწილი, ან რატომ არ აწესებენ
უფრო მაღალ ფასს?
ფასის მაძიებელი და ფასის მიმღები

მიზეზი ის არის, რომ ბაზარზე ბევრი მყიდველი და გამყიდველია




P
შეუძლებელია ყველა მიმწოდებელი შეთანხმდეს ერთ ფასზე (მაგ. 4$)
თეორიულად, რომც შეთანხმდნენ ბაზარზე გასაყიდად მხოლოდ ნაწილი (1000
ტონა) გაიტანონ, თითოეულ მიმწოდებელს ექნება სტიმული დაარღვიოს
შეთანხმება - გაყიდოს მეტი და მიიღოს მაღალი მოგება
შედეგად, ბაზარზე მოსავლის მთელი მოცულობა გამოდის და ყალიბდება
წონასწორული ფასი (3$) - ყველა მიმწოდებელი პროდუქტს წონასწორულ ფასად
ყიდის
კონკურენტულ ბაზარზე მიმწოდებლები “ფასის მიმღებები” არიან
მოთხოვნა ბაზარზე
Q
P
მოთხოვნა ერთი ფირმის
პროდუზტზე
Q
თუ ერთი კონკრეტული
მიმწოდებელი 3$-ზე მაღალ ფასს
დაადებს, პროდუქტს ვერ გაყიდის
თუ 3$-ად გაყიდის, რეალიზაციას
მთლიანად მოახდენს
თუ 3$-ზე ნაკლებ ფასს დააწესებს,
უარს იტყვის მაღალ შემოსავალზე
ფასის მაძიებელი და ფასის მიმღები





მონოპოლისტს მსგავსი დაბრკოლება არ გააჩნია - მას თვითონ
შეუძლია დააწესოს ფასი, ხოლო მისი მოთხოვნის მრუდი იგივე
საბაზრო მოთხოვნის მრუდია
მონოპოლისტმა უნდა გადაწყვიტოს რამდენი აწარმოოს, თუმცა
მეტი პროდუქტის რეალიზაციისთვის მას ფასის დაწევა
მოუწევს
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონოპოლისტს შეუძლია აირჩიოს
ნებისმიერი წერტილი მოთხოვნის მრუდზე - ანუ ფასისა და
რაოდენობის ის კომბინაცია, რომელიც მას ყველაზე მაღალ
მოგებას მოუტანს
სწორედ ამიტომ მონოპოლისტს “ფასის მაძიებელს” უწოდებენ
როგორ უნდა აარჩიოს მონოპოლისტმა მისთვის ყველაზე
ოპტიმალური ფასი (ან წარმოების რაოდენობა)?
მონოპოლია: მოგების მაქსიმიზაცია





როგორც ვიცით, მოგების მაქსიმიზაცია ხდება მაშინ, როდესაც ზღვრული
ხარჯები უდრის ზღვრულ შემოსავლებს (MC=MR)
დროებით, კონცენტრაცია მოვახდინოთ მხოლოდ ზღვრულ შემოსავლებზე
გავიხსენოთ: ზღვრული შემოსავალი გვიჩვენებს რამდენით გვიზრდის
დამატებითი ერთეულის წარმოება/რეალიზაცია შემოსავლებს (და არა
მოგებას)
“ფასის მიმღებისათვის” ზღვრული შემოსავლის დათვლა მარტივია პროდუქტს მუდამ ერთ ფასად ყიდის (3$) და შესაბამისად დამატებული
ერთეულიდან მიღებული შემოსავალი მუდმივი სიდიდეა
მონოპოლიის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია: თუკი წარმოებას 10დან 11-მდე გავზრდით, 1 პროდუქციით მეტის რეალიზაციას მოვახდენთ,
მაგრამ ამისათვის მოგვიწევს ფასი შევამციროთ. ფასი შემცირდება არა
მხოლოდ ბოლო ერთეულისთვის, არამედ აქამდე ნაწარმოები 10
ერთეულისთვისაც!
მონოპოლია: მოგების მაქსიმიზაცია
ზღვრულ შემოსავალზე მოქმედებს 2
ფაქტორი:
1. პროდუქციის ეფექტი - მეტია Q
2. ფასის ეფექტი - მცირდება P


MR= P - ∆P x Q
1 (1 პროდუქტი) X P = P
∆P (ფასის ცვლილება) X Q
მოთხოვნა, ზღვრული შემოსავალი და მუდმივი ზღვრული ხარჯები
P
7
მოგების მაქსიმიზაცია
ხდება როდესაც:
MR=MC
D
6
5
4
3
2
1
MC
MR
0 100 200 300 400 500 600 700 800 900
Q
მონოპოლია VS კონკურენცია




სრულყოფილი კონკურენციის დროს P=MR=MC
ფასები დაბალია, ხოლო წარმოება/მოხმარება მაღალი
მონოპოლიის დროს P>MC
ფასები მაღალია, წარმოება/მოხმარება დაბალი
სამომხმარებლო დანაზოგი
P
D
P
D
წმინდა დანაკარგი
MC
Q
მოგება
MC
MR
Q
ფასების ძიებაში




“ფასის მიმღები” არის ფირმა, რომელიც სრულყოფილი
კონკურენციის პირობებში ოპერირებს
“ფასის მაძიებელი” მხოლოდ მონოპოლისტი არ არის
ბაზრების უმეტესობას როგორც კონკურენციის, ასევე
მონოპოლიის თვისებები აქვს
ასეთ საბაზრო სტრუქტურას მონოპოლისტურ კონკურენციას
უწოდებენ:


ბაზარზე მრავალი მყიდველი და გამყიდველია
პროდუქტის დიფერენციაცია: თითეოული მწარმოებლის
პროდუქტი ოდნავ მაინც განსხვავდება სხვა პროდუქციისაგან.
შესაბამისად მისი მოთხოვნის მრუდი კლებადია და ის არა “ფასის
მიმღები”, არამედ “ფასის მაძიებელია”.
ფასების ძიებაში

ვიდრე გავაგრძელებდეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის
ცვლადები/განტოლებები, რომლებიც ანალიზისას დაგვჭირდება

მოგება = მთლიანი შემოსავალი – მთლიანი ხარჯი = TR – TC
ზღვრული მოგება = ზღვრულ შემოსავალს - ზღვრული ხარჯი, გიჩვენებს
კიდევ 1 ერთეულის წარმოება რამდენით გიზრდის მოგებას
მთლიანი შემოსავალი = რაოდენობა x ფასი = Q x P
ზღვრული შემოსავალი: “კიდევ 1” ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული
შემოსავალი
ზრღვრული ხარჯი: “კიდევ 1” ერთეულისთვის საჭირო ხარჯი
მთლიანი ხარჯი: შედგება ორი კომპონენტისაგან








ფიქსირებული ხარჯი, რომელიც არ იცვლება წარმოების რაოდენობის მიხედვით (მაგ.
ქარხნის ასაშენებლად საჭირო ხარჯი)
ცვალებადი ხარჯი, იგივე ზღვრული ხარჯი, დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე
შენიშვნა: მთლიანი ხარჯი ამ ორი კომპონენტის ჯამია. აქამდე განხილულ
მაგალითებში მთლიანი ხარჯი ზღვრული ხარჯების ჯამი იყო, რადგან
გამარტივებულ მოდელში არ გვქონდა ფიქსირებული ხარჯი.
ფასების ძიებაში

არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ
ფირმები ფასების დასადგენად:
•
•

მაგრამ...



ითვლიან ხარჯებს და
ამატებენ გარკვეულ პროცენტს
რამდენი პროცენტი უნდა იყოს ფასნამატი?
სადამდე არის ფასის გაზრდა ფირმისთვის
ოპტიმალური?
განვიხილოთ მაგალითი:
გაიცანით ედ საიკი
ედ საიკი კინოთეატრის მეპატრონეა
 კინოთეატრში სულ 700 ადგილია
 თუ ედ საიკი ბილეთს მაღალ ფასს
დაადებს, ცოტა მაყურებელი ეყოლება და
პირიქით



შესაბამისად იგი “ფასის მაძიებელია”
ედ საიკმა უნდა გადაწყვიტოს რა ფასი
დაადოს ბილეთს
ედ საიკის ხარჯები
ფიქსირებული ხარჯები
ფილმის დაქირავების ხარჯები $1800
დარბაზის იჯარის თანხა
$250
კინომექანიკოსი
$50
ბილეთების კონტროლიორი
$100
$2200
17 of 43
მოთხოვნა კინოს ბილეთებზე
10
9
8
ბილეთის ფასი
7
6
5
4
3
2
1
0
0
100
200
300
400
500
600
700
გაყიდული ბილეთების რაოდენობა
800
900
1000
18 of 43
ედ საიკის მაგალითი

რა ფასი უნდა დააწესოს მან?
 თუ ედის მიზანია დარბაზის გავსება, მან უნდა
დააწესოს 3$

რა იქნება ამ შემთხვევაში მისიმოგება?



მთლიანი შემოსავალია: 700*3$=2100$
მთლიანი ხარჯია: 2200$
მოგება: 2100-2200=-100$
19 of 43
ედ საიკი
10
9
8
ბილეთის ფასი
7
6
5
4
3
2
1
0
0
100
200
300
400
500
600
700
800
გაყიდული ბილეთების რაოდენობა
900
1000
20 of 43
ედ საიკი: მოგების მაქსიმიზაცია



იმ შემთხვევაში თუ ედ საკის მიზანი მოგების
მაქსიმიზაციაა, მან უნდა დააწესოს ისეთი ფასი,
რომელზეც ზღვრული შემოსავალი არის ზღვრულ ხარჯის
ტოლი
ზღვრული ხარჯი(MC) რამდენით ზრდის დამატებული
ერთეულის წარმოება ხარჯებს
ზღვრული შემოსავალი (MR) რამდენით ზრდის
დამატებითი ერთეულის გაყიდვა მთლიან შემოსავალს
ედ საიკი: მოგების მაქსიმიზაცია

ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ფასის დადების
შემთხვევაში ედ საიკის მოგება
ფასი
მოთხოვნილი
რაოდენობა
მთლიანი
შემოსავალი
მოგება
7$
300
$2100
-100$
6$
400
$2400
200$
5$
500
$2500
300$
4$
600
$2400
200$
3$
700
$2100
-100$
22 of 43
ედ საიკი: რატომ არის ზრვრული შემოსავალი ფასზე ნაკლები?

რატომ არის ყველაზე დიდი მოგება 5$–ზე?




დამატებით 100 ბილეთის რეალიზაციას მოაქვს შემოსავალი, მაგრამ:
დავუკვირდეთ: იმისათვის რომ დამატებით 100 ბილეთი გაიყიდოს,
ფასი 1$-ით უნდა შემცირდეს.
1$-ით იაფად იყიდება არა მხოლოდ ბოლო 100 ბილეთი, არამედ ის
ბილეთებიც, რომელიც ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში უფრო
ძვირად გაიყიდებოდა
5$-ად 500 ბილეთი იყიდება. თუ კიდევ 100 ბილეთის გაყიდვა
მოვინდომეთ, ფასი 4$ უნდა დავადოთ :




დამატებით 100 ბილეთის გაყიდვამ მოგვიტანა 400$
500 ბილეთი, რომელიც 5$-ად გაიყიდებოდა, ახლა 4$-ად უნდა გავყიდოთ, ანუ
500$-ის შემოსავალზე ვთქვით უარი!
გაყიდვების 500-დან 600-მდე გაზრდის ზღვრული შემოსავალი უარყოფითია (400500=-100$)
თუ 400-დან 500-მდე გავზრდით რაოდენობას: 100*5$ – 400*1$=100
შემოსავლის ცვლილების გრაფიკული ილუსტრაცია
P
A
დანაკარგი
B
შემოსავლის
ნაზრდი
D
Q
24 of 43
მოგების მაქსიმიზაცია
P
მოგება
იზრდება
MC
მოგება
მცირდება
MR
Q
25 of 43
ედ საიკი: ზღვრული ხარჯები ნულზე მეტია

განვიხილოთ სიტუაცია ახალი ხარჯებით


დავუშვათ ახალი ხარჯები არის შემდეგი
1200$ ფიქსირებული ხარჯი და ყოველი
გაყიდული ბილეთის ხარჯი 2$
ახალი ფასი რომლისთვისაც ზღვრული შემოსავალი
უდრის ზრვრულ ხარჯებს იქნება 6$, რა ფასადაც
გაიყიდება 400 ბილეთი, ხოლო მოგება იქნება:
შემოსავალი: 6$*400=2400
 ხარჯი: 1200$+400*2$=2000$
 მოგება: 2400-2000=400$

26 of 43
ედ საიკი
10
9
8
ბილეთის ფასი
7
მოთხოვნა
6
5
4
ზღვრული
ხარჯი
3
2
1
0
0
100
200
300
400
500
600
700
800
900
1000
გაყიდული ბილეთების რაოდენობა
27 of 43
ედ საიკს მოგების გაზრდა სურს

შესაძლებელია თუ არა მოგების უფრო მეტად გაზრდა?
წარმოიდგინეთ ჰიპოთეტური მაგალითი:

ჰარი ყიდის სუვენირებს, მას 2 პოტენციური მყიდველი ყავს:






ერთი ბანკის თანამშრომელია, ალბათ 10$-ს გადაიხდის...
მეორე სტუდენტია, ალბათ 5$-ზე მეტს ვერ გადაიხდის...
ჰარის დილემა: თუ ფასს 10$-ს დააწესებს, მხოლოდ 1 სუვენირს
გაყიდის და შემოსავალიც 10$ ექნება
თუ 5$ დააწესებს, 2-ს გაყიდის, მაგრამ შემოსავალი მაინც 10$
ექნება
გამოსავალი: 50%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის!

ბანკირი 10$-ს იხდის, სტუდენტი 5$
ფასისმიერი დისკრიმინაცია

ზემოთ მოყვანილი სიტუაცია ფასისმიერი
დისკრიმინაციის მაგალითია

მწარმოებელი შეძლებს მოგების გაზრდას, თუ
მოახერხებს ფასისმიერ დისკრიმინაციას

ედიმ იცის, რომ როდესაც იგი ბილეთის ფასს დაადგენს 5$ იყიდება
500 ბილეთი. დარბაზში დარჩენილი 200 თავისუფალი ადგილი ედის
შეუძლია გაყიდოს 3$. ამ შემთხვევაში იგი მიიღებს დამატებით 600$
და მისი მოგება გახდება 300+600=900$
მაგრამ პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: როგორ მახერხოს ედიმ
ფასისმიერი დისკრიმინაცია?

ედ საიკი: ფასისმიერი დისკრიმინაცია

დავუშვათ რომ მოთხოვნის გამოკითხვამ ედის
საშუალება მისცა ერთმანეთსგან განასხვაოს
სტუდენტების მოთხოვნა და უნივერსიტეტის
თანამშრომლების მოთხოვნა

ცხადია სტუდენტები უფრო მეტად მგრძნობიარე
არიან ფასის ცვლილების მიმართ ვიდრე
უნივერსიტეტის თანამშრომლები, ორივეს
მოთხოვნა შემდეგ გრაფიკზეა გამოსახული:
30 of 43
ედ საიკი: ფასისმიერი დისკრიმინაცია
10
9
8
ბილეთის ფასი
7
6,5
6
5
4
3,5
3
2
1
0
0
100
175
200
325
300
400
500
600
700
გაყიდული ბილეთების რაოდენობა
800
900
1000
31 of 43
ედ საიკი: ფასისმიერი დისკრიმინაცია

ედის მოგება ფასისმიერი დისკრიმინაციით:
ბილეთს ფასი სტუდენტებისთვის იქნება 3,5$ და
გაიყიდება 175 ბილეთი. სულ 612,5$

ბილეთის ფასი უნივერსიტეტის
თანამშრომლებისთვის იქნება 6,5$ და გაიყიდება
325. სულ 2112,5
მთლიანი მოგება იქნება:
612,5$+2112,5$-2200=528$ (300$ ნაცვლად)

32 of 43
წარმატებული ფასისმიერი დისკრიმინაციის პირობები



გამყიდველს უნდა შეეძლოს განასხვაოს
მოთხოვნის სხვადასხვა ელასტიურობის მქონე
კლიენტები
თავიდან აიცილოს მაღალი მსყიდველობითი
უნარის მქონე ინდივიდების მიერ პორდუქტის
დაბალ ფასად შეძენა
თავიდან აიცილოს მომხმარებელთა
უკმაყოფილება, ანუ კარგად დაასაბუთოს
დისკრიმინაციის მიზეზი
ფასისმიერი დისკრიმინაციის მაგალითები

ფასდაკლებები
•
•
•


თვითმფრინავის ბილეთი - ბიზნეს/ეკონომ კლასი
სხვადასხვა ხარისხის პროდუქცია მცირე
ხარისხობრივი და ფასში დიდი განსხვავება
•


სტუდენტებისთვის
ბავშვებისთვის
“სეილები”
Intel Core i3 – 100$++, Intel Core i7 500$+++
ფინანსური შეღავათები
რაოდენობრივი შეღავათები
ფასისმიერი დისკრიმინაცია და კეთილდღეობა

ზრდის თუ ამცირებს ფასისმიერი დისკრიმინაცია კეთილდღეობის დონეს?

მწარმოებელი:


მომხმარებელი:



მწარმოებელი ყოველთვის ზრდის მოგებას (წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ერთ
ფასს დააწესებდა)
მაღალი გადახდისუნარიანი მომხმარებელი ზარალდება - ფასისმიერი დისკრიმინაცია
რომ არა, მისთვის უფრო იაფი იქნებოდა პროდუქტი
დაბალი გადახდისუნარიანი მომხმარებელი იხეირებს - ფასისმიერი დისკრიმინაცია რომ
არა, ის ვერ შეიძენდა პროდუქტს, ან უფრო ძვირს გადაიხდიდა
საბოლოო ჯამში, დასკვნების გაკეთება ძნელია: საზოგადოებრივი დანაზოგი
შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს, ეს კონკრეტულ მაგალითზეა
დამოკიდებული

similar documents